saqarTvelos uReltexilebi - matyuaras uReltexili

ტერიტორიული ერთეული ლენტეხის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები
სიმაღლე 28196 მ
ქედი ლეჩხუმის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 2977 მ. მდინარეების ღობიშურისა (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) და რიცეულის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა წყალგამყოფზე. მატყუარის მიდამოები აგებულია ქვედაიარული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით.